ახალი ამბები

ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება – პენტაგონი

26 მარტი, 2023 • 5073
ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება – პენტაგონი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ არ არსებობს არავითარი მინიშნება იმაზე, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

“ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და განვაგრძობთ ვითარების მონიტორინგს… ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზს, რომ შევცვალოთ სტრატეგიული ბირთვული პოზიცია და არც რაიმე ნიშანს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება”, – ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 25 მარტს განაცხადა, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს და აღნიშნა, რომ ამ პროცესის დასრულებას მიმდინარე წლის ივლისში აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი