ახალი ამბები

განვიხილე და მამა დავითს მღვდელმოქმედება ავუკრძალე – მიტროპოლიტი იობი

3 მაისი, 2020 • 1145
განვიხილე და მამა დავითს მღვდელმოქმედება ავუკრძალე – მიტროპოლიტი იობი

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი ამბობს, რომ ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირს მღვდელმოქმედება პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე შეუჩერა. მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები ეპარქიაში მიიღება და ამას მართმადიდებლური ეკლესიის სინოდზე განხილვა არ სჭირდებოდა.

“სინოდმა რატომ უნდა განიხილოს?! ეს საკითხი ადგილობრივ ეპარქიაშია განსახილველი. მე უკვე განვიხილე და მამა დავითს მღვდელმოქმედება ავუკრძალე. ესაა მეტი სასჯელის [დაკისრება] ჩვენ არ შეგვიძლია,”-ამბობს იობი.

28 აპრილს პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირს განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ბრალი წაუყენა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ (ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირ დავითის საერო სახელის ინიციალები) ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ საბა ჟღენტის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. არქიმანტრიტმა საბა ჟღენტმა შემთხვევის ადგილიდან გარიდება შეძლო.

ეპარქია: ინციდენტი არამცთუ ყინწვისში, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა

მასალების გადაბეჭდვის წესი