ახალი ამბები

BBC: კრემლი სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყებას ადასტურებს

30 სექტემბერი, 2015 • 1388
BBC: კრემლი სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყებას ადასტურებს

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების საკითხი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ივანოვმა დააყენა. ივანოვმა განაცხადა, რომ მათი მოქმედება მხოლოდ საჰაერო ძალებს მოიცავს.

 

ბიბისის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ამ კვირას აშკარა ანტიტერორისტული კოალიციის კვირა უწოდა. მან გაეროს განუცხადა, რომ ეს ალიანსი მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის წინააღმდეგ მებრძოლი კავშირის იდენტურია.


ვლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინი

 

აშშ უკვე ერთ წელიწადზე მეტია სირიასა და ერაყში რეგულარულად სხამს ჯარებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

 

ბიბისის ცნობით, სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ სირიაში მყოფი ამერიკული და ფრანგული საჰაერო სამხედრო ძალები არღვევენ საერთაშორისო სამართალს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ არიან ავტორიზებული არც გაეროს რეზოლუციისა და არც სირიის მთავრობის მიერ. ივანოვის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა რუსეთისგან ოფიციალურად ითხოვა დახმარება.

 

ივანოვის თქმით, რუსეთს თავისი პირადი ინტერესები აქვს ისლამური სახელმწიფოს მიმართ, კერძოდ, ათასობით რუსი მოქალაქე შეერია ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა რიგებს და კრემლის მიზანია მათი რუსეთში დაბრუნება.

 

“ეს არ არის საერთაშორისო პოლიტიკური სვლა ან ამბიციის დაკმაყოფილება, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოგვაწერენ. რუსეთს აქვს ნაციონალური ინტერესი,” – თქვა მან.

 

სირიაში 4 წელზე მეტია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რის შედეგადაც 250 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მილიონზე მეტი დაზარალდა. BBC-ის ცნობით, 11 მილიონი სირიელი უსახლკაროდ დარჩა, 4 მილიონი კი საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი