ახალი ამბები

უსუფაშვილი: ვისურვებ, სააკაშვილის გამოხტომებს უკრაინის ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს

28 სექტემბერი, 2015 • • 964
უსუფაშვილი: ვისურვებ, სააკაშვილის გამოხტომებს უკრაინის ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს

“საინტერესო იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა მისი პრეზიდენტის, ბატონი პოროშენკოს მომავალზე, პოლიტიკაზე და ასე შემდეგ. ვინიდან ის დღეს უკრაინის სამსახურშია. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს იმას, თუ მისი მაღალჩინოსანი რა პოზიციებს აფიქსირებს მეგობრული საქართველოს მიმართ. საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობას, პარლამენტს, გვაქვს პრიორიტეტი უკრაინა და მასთან სტრატეგიული ურთიერთობის გაგრძელება. მსგავსი გამოხტომები ხელს არ უწყობს ამ ყველაფერს, თუმცა ვერც იმხელა საფრთხეს უქმნის, რომ ეს ანგარიშგასაწევი იყოს”,  განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

საქართვლოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კეთილსინდისიერების განმსაზღვრელი იქნება ის, შეიწყალებს თუ არა ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიას.

 

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შეწყალების აქტი არის პრეზიდენტის კომპეტენცია და მისი პასუხისმგებლობაა.

 

“პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტს. ჩვენ ყველას გვაქვს უფლება გვქონდეს საკუთარი მოსაზრებები, მაგრამ თავს შევიკავებდი რაიმე მოსაზრების გამოთქმისგან მანამ, სანამ პრეზიდენტი თავის კომპეტენციას არ გამოიყენებს, არ განაცხადებს რაიმეს ამის თაობაზე. ეს არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან. რადგან ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია. ის პასუხს აგებს თავად იმაზე, რასაც გააკეთებს და რასაც არ გააკეთებს. მე მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ შეწყალების უფლებას თავისი წესი და რიგი აქვს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი მარგველაშვილი დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის სასარგებლოდ კონსტიტუციის ფარგლებში და ინ პრინციპებიდან გამომდინარე, რასაც უნდა ეფუძნებოდეს შეწყალების აქტი. შეწყალების აქტი არ არის გულჩვილობის აქტი, შეწყალება არის ძალიან მაღალი აქტი პრეზიდენტის მხრიდან და ყველაფერს თავისი დასაბუთება სჭირდება”,  განაცხადა დავიტ უუსფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი