ახალი ამბები

უსუფაშვილი: უმრავლესობის ლიდერის ვინაობა კვირის ბოლოს გაირკვევა

28 სექტემბერი, 2015 • • 1077
უსუფაშვილი: უმრავლესობის ლიდერის ვინაობა კვირის ბოლოს გაირკვევა

“უმრავლესობას ჰყავს ლიდერი. მას ქვია დავით საგანელიძე. მისი უფლებამოსილება ჯერ არ არის შეწყვეტილი. პარლამენტში შემოვა სათანადო დოკუმენტები, პარლამენტი განიხილავს და შემოსვლიდან პირველივე სხდომაზე მას შეუწყდება უფლესამოსილება. მისი შემცვლელის ვინაობის გარვკვევა არის ამ კვირის ბოლოს, მომავალი კვირის დასაწყისის საქმე. კანდიდატურებს რაც შეეხება, შესაძლო პირებს, აქ საკმაოდ საინტერესო და ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს. კოალიცია იყო და რჩება საკმაოდ მრავალფეროვან წარმონაქმნად, ჩვენ თავიდანვე შევჯერდით, რომ შეუძლებელია უმრავლესობის ლიდერის კანდიდატურის განხილვა დაიწყონ იმ ფრაქციებმა და იმ ჯგუფებმა, რომლებიც თავად არიან დიდ უმცირესობაში. სიტყვა ეკუთვნის უმრავლესობის უმრავლესობაში მყოფ ფრაქციას. ეს პროცესი კვირის ბოლოს გადაწყვეტილების დონეზე იქნება დასრულებული”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე 23 სექტემბერს საპარტნიორო ფონდის დირექტორის პოსტზე წარადგინეს, რის გამოც საგანელიძეს პარლამენტი დატოვება მოუწევს.

დავით უსუფაშვილმა დღეს, 28 სექტემბერს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი