ახალი ამბები

მიტროპოლიტი გერასიმე: პატრიარქის გადაწყვეტილებით, ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდში დარჩება

8 სექტემბერი, 2015 • 1638
მიტროპოლიტი გერასიმე: პატრიარქის გადაწყვეტილებით, ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდში დარჩება

მიტროპოლიტის თქმით, ვიდრე ზუგდიდის საკათედრო ტაძრის მშენებლობა არ დასრულდება და ტაძარში “კვართის” განსათავსებლად ყველანაირი პირობა არ შეიქმნება, ის კვლავ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დარჩება:

”მე მინდა თქვენი სახელით, ჩვენი ეპარქიის სახელით უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს, ჩვენს მამამთავარსა და სულიერ მოძღვარს. მან ბრძანა: გადაეცით მრევლს, რომ ეს სიწმინდე [ღვთისმშობლის კვართი] დარჩება ზუგდიდში,” – განაცხადა მიტროპოლიტმა გერასიმემ.

ღვთისმშობლის კვართის [პერანგის]  სახელით ცნობილი ექსპონატის, რომელიც ზუგდიდში დადიანების მუზეუმშია დაცული,  ერთი დღით ხობის ტაძარში გადატანის თხოვნით ხობისა და ფოთის ეპარქიამ კულტურის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართა.  მისი ერთი დღით მახათას მთაზე მდებარე ტაძარში განთავსების სურვილი კი, ცოტა ხნის წინ, პაატა ბურჭულაძემაც გამოთქვა.

 

პატრიარქი, ილია მეორე
პატრიარქი, ილია მეორე

მასალების გადაბეჭდვის წესი