პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ, 8 დეპუტატმა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მოუღია ფრაქციას “დამოუკიდებელი დეპუტატები”, ასევე, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებენ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურად ნინო ქადაგიძე შეარჩია. პარლამენტის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში ნინო ქადაგიძე აღნიშნულ პოსტს 10 წლის ვადით დაიკავებს.