ახალი ამბები

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა პორტფოლიოები – OSGF

19 სექტემბერი, 2019 • 1830
უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა პორტფოლიოები – OSGF

„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ინდივიდუალურ პორტფოლიოებს აქვეყნებს.

ფონდის განცხადებით, “პორტფოლიოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატებთან ზეპირი გასაუბრების შედეგად შერჩეული/ნომინირებული ოცი კანდიდატის პროფილს გვთავაზობს, აერთიანებს ძირითადად ფაქტებს და ნაკლებად მოიცავს შეფასებებს”.

“23 სექტემბერს პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში კანდიდატების ინდივიდუალურად მოსმენას ღიად და საჯაროდ იწყებს. ამ პროცესში ეს დოკუმენტები დამატებითი ინფორმაციის წყაროა საქართველოს პარლამენტის წევრების, მედიისა და საზოგადოებისთვის ასარჩევი კანდიდატის შესახებ გამოცდილების, მიღწევების, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თუ სხვა საინტერესო საკითხების შესახებ”, – ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფონდის განცხადებით, კანდიდატების შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებელმა ექსპერტთა ჯგუფმა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოიპოვა და შემდეგ ინფორმაციას მოიცავს:

• პროფესიული/აკადემიური საქმიანობა და გამოვლენილი თვისებები/ქცევა;
• პროფესიულ საქმიანობაში გამოვლენილი გადაცდომები;
• დაწინაურებები და პროფესიული საქმიანობისთვის მინიჭებული ჯილდოები;
• კანონთან კონფლიქტი/ინტერესთა კონფლიქტი;
• საჯარო აქტივობები/პოზიციები და ქცევა;
• ფინანსური ვალდებულებები და შემოსავლები.

მონაცემების დამუშავების მეთოდოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის” მიერ მომზადებული პორტფოლიოები:

თამარ ალანია

მერაბ გაბინაშვილი

შოთა გეწაძე

მირანდა ერემაძე

მამუკა ვასაძე

მაია ვაჩაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

შალვა თადუმაძე

ზაზა თავაძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

პაატა სილაგაძე

ნუგზარ სხირტლაძე

ლალი ფაფიაშვილი

ნინო ქადაგიძე

თამარ ზამბახიძე

ქეთევან ცინცაძე

გოჩა ჯეირანაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი