ნეტა ფერაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ჩიქოვანის ქუჩაზე 23 ხის მოჭრა საბურთალოს გამგეობას სურს, მიზეზად გზის გაფართოება სახელდება.
ნატა ფერაძე ამბობს, რომ მერიის დაქვემდებარეში მყოფი სამსახურის წარმომადგენლებმა საღი ხეები მოჭრეს, დანარჩენის მოჭრაში ხელი შეუშალეს. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც მათ ოქმი შეუდგინა ხელის შეშლის მოტივით.
ნატა ფერაძის თქმით, ხეები ფერდობს აკავებენ და ვარაუდობს, რომ მათი მოჭრა ფერდობს მეწყერსაშიშ ტერიტორიად აქცევს.
“ნეტგაზეთი” თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა სამსახურმა კითხვაზე, რატომ იჭრება ხეები და ხდება თუ არა ნებართვით, პახუსი ვერ გაგვცა, რადგან დღეს უქმე დღეა.