ახალი ამბები

ბითაძე პარლამენტთან ხის მოჭრაზე: ყველაფერზე შეიძლება გამოკიდება და “ტრაგედიის შექმნა”

28 მაისი, 2018 • 6631
ბითაძე პარლამენტთან ხის მოჭრაზე: ყველაფერზე შეიძლება გამოკიდება და “ტრაგედიის შექმნა”

თბილისი მერის მოადგილე მაია ბითაძე რუსთაველის გამზირზე კედრის მოჭრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ადგილას 4 ჭადარი დარგეს, რომლებიც ამ უბნისთვის უფრო ადეკვატურია.

“რა აუცილებლობა იყო ამ ხის მოჭრის? მოდით, კითხვას შემოვაბრუნებ, საჭირო არის თუ არა ქალაქის ლანდშაფტს, ქალაქის მწვანე არქიტექტურას მივაქციოთ ყურადღება? ხომ არის საჭირო, ხომ ვთანხმდებით ამაზე. რუსთაველზე არავინ არ შეიმჩნია, მთ შორის პარტიზანულმა მებაღეობამ… ის თუ იქნა შემჩნეული, როგორ გაისხლა ის ძალიან დიდი ჭადრები, რომელიც წლებია დგას და არავის არ გაუსხლავს? როგორი ფორმა მიიღო დღეს ამ ჭადრებმა? მაგთის წინ დარგეს 4 ჭადარი, რომელიც უფრო ადეკვატურია ამ უბნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხე (მე პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და ჩემს თვალწინ განვითარდა ყველა მოვლენა) მახსოვს, მახსოვს, როგორი ხეები იდგა და როგორი სილამაზე იყო. ჩვენ რუსთაველს თუ არ აღვუდგინეთ ის სილამაზე, ყველაფერზე შეიძლება გამოკიდება და “ტრაგედიის შექმნა”, ჩვენ თუ არ დავინახეთ, რა კეთდება ქალაქისთვის. ის ტენდენცია, რაც მერიას აქვს აღებული გამწვანების კუთხით, ვერანაირი პარტიზანული მებაღეობა და ვერანაირი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ დაეწევა ფიზიკურად”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი