ახალი ამბები

“პარტიზანული მებაღეობის” აქცია/მსვლელობა თბილისში ხელნაკეთი “ცხედრებით” [ფოტო/ვიდეო]

20 თებერვალი, 2019 •
“პარტიზანული მებაღეობის” აქცია/მსვლელობა თბილისში ხელნაკეთი “ცხედრებით” [ფოტო/ვიდეო]

“პარტიზანული მებაღეობა” დღეს, 20 თებერვალს, თბილისში აქცია/პერფორმანს მართავს.

აქციის წევრები ხელნაკეთი “ცხედრებით” მერიისგან ქალაქის ისეთ დაგეგმარებას ითხოვენ, რომელშიც მწვანე სივრცე და ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე პრიორიტეტული იქნება.

 

ტომრისგან დამზადებულო ხელნაკეთი “ცხედრები” და ქალაქში ჯანსაღი სივრცეების არსებობის მოთხოვნა – “პარტიზანი მებაღეების” აქცია/პერფორფორმანსი თბილისის მერიასთან ⤵️

Posted by netgazeti.ge on Wednesday, February 20, 2019

აქციის წევრები ამბობენ, რომ დღესდღეობით ქალაქის დაბინძურებული ჰაერი და ქაოტური მშენებლობები აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის საშიშია.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნატა ფერაძეა. მისი თქმით, მერიის გადაწყვეტილება, აკრძალოს კ2 ტიპის შეთანხმებები, მისასალმებელია, თუმცა, არასაკმარისი. ფერაძე დასძენს, რომ დღეს ქალაქში არასაკმარისი მწვანე სივრცეა, რაც აქ მცხოვრებ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აისახება.

“მშენებლობები სარეკრეაციო სივრცეში უნდა აიკრძალოს. ერთად უნდა დავიწყოთ მერიამ და ინვესტორებმა ნარმანიას დროს გაცემული ნებართვების ადგილმონაცვლეობაზე [მუშაობა]. ინვესტორები უნდა გავისტუმროთ იმ ადგილებიდან, სადაც ქალაქისთვის მავნებელი მშენებლობები იგეგმება. ხალხი თბილისიდან არ უნდა გარბოდეს,” – ამბობს ნატა ფერაძე.

 

პარტიზანული მებაღეობის აქცია ©

 

 

პარტიზანული მებაღეობის აქცია თბილისში © ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“პარტიზანული მებაღეობის” აქცია თბილისში © ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი