ამავე თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/256026/
„ჩვენი პროტესტი გვინდა გამოვხატოთ ერთწუთიანი დუმილით“ – ამ ფრაზით დაასრულდა დღეს, 28 თებერვალს აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. გამოშვების დასრულებამდე სტუდიაში ტელევიზიის ჟურნალისტები შეიკრიბნენ და სარედაქციო პოლიტიკაზე „ღია შტურმი“ გააპროტესტეს – ამჯერად საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
„ჩვენ ახალი ამბების გუნდი, „ჰეშთეგი“ და სხვა გადაცემების სახელით ერთწუთიანი დუმილის უფლებით ვსარგებლოთ, რომ გამოვხატოთ პროტესტი იმ პროცესის მიმართ, რაც აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ჩვენ რამდენიმე თვეა ვამბობთ, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე ღია შტურმი მიმდინარეობს,“ – აღნიშნა გადაცემის წამყვანმა თეონა ბაკურიძემ, ვიდრე ჟურნალისტები სტუდიაში ტრანსფარანტებით შემოვიდოდნენ საერთო წარწერით „აჭარის მაუწყებელში სუსია“.
[blue_box]„სუსი მიდის ღია პროვოკაციაზე“ – ნათია ზოიძე აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე[/blue_box]
ამავე თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/256026/
„ოცნება“ წინსწრებით აკრიტიკებს UK-ს, ივანიშვილის მოსალოდნელი სანქცირების გამო
ადმინისტრაციული წესით დაკავებული ენმ-ის წევრი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა
რვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები პროტესტს უწყვეტად და ღამისთევის რეჟიმში განაგრძობენ
მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ომბუდსმენმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა