ახალი ამბები

აჭარის ტელევიზიაში მრჩეველთა საბჭო გაუქმდა, პრეზიდენტმა ვეტო არ გამოიყენა

31 ივლისი, 2023 • 1299
აჭარის ტელევიზიაში მრჩეველთა საბჭო გაუქმდა, პრეზიდენტმა ვეტო არ გამოიყენა

აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭო გაუქმდა.  „მაუწყებლობის შესახებ“  კანონში შესული ცვლილებები საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უკვე ასახულია.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭო გაუქმდა, პარლამენტში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით საბოლოოდ 3 ივლისს მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრები პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების მოთხოვნით მიმართავდნენ,  „მაუწყებლობის შესახებ“  კანონში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.

მედიის ადვოკატირების კოალიციაში მიიჩნევენ, რომ კანონი ძირს უთხრის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.

მასალების გადაბეჭდვის წესი