საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ვლადიმერ ტატიშვილი თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
„როცა დღის წესრიგი შემდგარი იყო, შემდეგ შემოიტანა აჭარის ტელევიზიის დირექტორმა განცხადება გადადგომის შესახებ. ეს ცნობად უნდა მივიღოთ და დავაკმაყოფილოთ. მის ნაცვლად მოვალეობას შეასრულებს პირველი მოადგილე, ეკატერინე შაინიძე“, — აცნობა საბჭოს წევრებს ვასილ მაღლაფერიძემ.
ვლადიმერ ტატიშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურებოდა.
