“თუ არა ჩემი გვარი, თავის დროზე ალეკო ელისაშვილი ამბობდა, რომ მისი ახირებააო. თუ არა ჩემი ახირება, შემიძლია საკუთარ თავს ასე ვუწოდო, არც ერთი ინვესტორი ამ პროექტს არ განახორციელებდა.
არადა, უნიკალური პროექტია. არა იმით, რომ მე რაღაცა მოვიხვეჭო _ იქ იმდენი ექსკლუზივი და იმდენად ძვირი რამე კეთდება, რომ მაგ პროექტიდან ფული შეიძლება ვერასდროს დაიბრუნო და რენტაბელურიც ვერ გახდეს. იმ ნაწილს, ექსკლუზიურ ნაწილს, პირადად მე ვაფინანსებ და არა ჩემი პარტნიორები”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილი ამბობს, რომ თუკი რამის დაცვა შეიძლება ქალაქთან მიმართებაში, ისტორია, კულტურა, წარსული, ლანდშაფტი, ყველაფერი დაცულია მაქსიმალურად.
“მაგრამ რა ვქნათ, რა ვუყოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათგან მართულ ენჯეოებს. ისეც არ მინდა, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩავყარო. იქ, ალბათ, რამდენიმე ადამიანი გულწრფელად გამოდის და ამბობს, რომ არ მოსწონს _ ეს მათი უფლებაა. თუმცა ძირითადი მასა „ნაციონალებისგანაა“ მართული.
ეს ქვეყნის მტრობაა და მათი სურვილია, რომ ეს არ აშენდეს. საყდრისზეც იგივე პრობლემაა. მათ სურვილი აქვთ რომ, როგორმე გაჩერდეს ეკონომიკა და სწორედ ამას ერჩიან. ალეკო ელისაშვილი ამაზე გადიოდა და როცა დავულაგე, რაზე ცრუობდა, რა იყო არასწორი, გაჩერდა. ფილმიც დავდეთ ამაზე და ნახეთ „ჯიდიესში“, – ამბობს ივანიშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბბოს, რომ ამის შემდეგ ალეკო ელისაშვილი ჩრდილში გადგა და ახლა სხვა ლიდერები აქტიურობენ.
“თითოეულზე მინიმუმ ერთი კვირა უნდა დახარჯო, რომ საზოგადოებას მათი სახე დაანახო, მაგრამ ეს არ ღირს. ყველაფერი დაცულია. წელიწადი და ორი თვეა, ამაზეა საუბარი. მოიყვანონ ნებისმიერი სპეციალისტი და ნახონ, რა ხდება”, – ამბობს ივანიშვილი.