ახალი ამბები

ანას ბაღის დასაცავად მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტები სკვერს აწყობენ

23 თებერვალი, 2020 • 1314
ანას ბაღის დასაცავად მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტები სკვერს აწყობენ

აქტივისტებმა ანას ბაღის დასაცავად აქცია 22 თებერვალს გვიან საღამოს დაიწყეს და ამჟამადაც გრძელდება.

ისინი ბაღის მიმდებარე ტერორიაზე სკვერს აწყობენ და ფიქრობენ, რომ ამ გზით დაიცავენ ანას ბაღს, რადგან ბაღში სამშენებლო ტექნიკის შეყვანა შეუძლებელი გახდება.

აქციაზე იმყოფებიან აქტივისტები ნატა ფერაძე, გიგა მაქარაშვილი და სხვები და მოქალაქეებს მოუწოდებენ შეურთდნენ აქციას.

ადგილზე მივიდა პოლიციაც.

ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, მათ მეზობლად არსებული “ანას ბაღის” გადასარჩენად აქციებს მართავს. ტერიტორიაზე მორიგეობაც კი დააწესეს, რათა მის მომიჯნავედ კორპუსის აშენება ვერ მოხერხდეს.

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის ერთი პატარა სკვერია, რომელსაც “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა. მერია და კომპანია ირწმუნებიან, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობით სკვერს საფრთხე არ შეექმნება.

სამეზობლო “ანას ბაღის” გადასარჩენად

მასალების გადაბეჭდვის წესი