ახალი ამბები

სავარაუდოდ, თვითონ შემოიხია მაისური და საჩუქრად გადავცემთ – კალაძე ინციდენტზე

6 ივნისი, 2020 • 1771
სავარაუდოდ, თვითონ შემოიხია მაისური და საჩუქრად გადავცემთ – კალაძე ინციდენტზე

თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს, რომ 5 ივნისს ვარკეთილში მომხდარი დაპირისპირების დროს მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“სავარაუდოდ, თვითონ შემოიხია მაისური, ამიტომაც ერთ მაისურს მას, მეორეს კი “მთავარ არხს” გადავცემთ საჩუქრად”, – განაცხადა კალაძემ 6 ივნისს და ჟურნალისტებს აჩვენა მაისური, რომელზეც დატანილი იყო სააკაშვილის ფოტო.

ინციდენტი თბილისში 5 ივნისს მოხდა. “ნეტგაზეთისთვის” ამ დრომდე უცნობია დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმეზე გამოძიება. ამ კითხვას სამინისტროში ჯერჯერობით არ პასუხობენ.

მოქალაქე, რომელიც “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ  ინციდენტის კადრებშია ასახული შემოხეული მაისურით და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში თბილისის მერს ადანაშაულებს, აცხადებს, რომ გამოკითხვაზე იმყოფებოდა პოლიციაში, თუმცა მისთვისაც უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება.

კალაძე “თაღლით ნაციონალებს” უწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ვარკეთილში სკვერის გახსნისას მივიდნენ და ანას ბაღის მშენებლობა გააპროტესტეს.

“ორი თაღლითი ნაციონალი იყო, რომლებსაც პროვოკაციის დაგეგმვის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ”,-განაცხადა კალაძემ.

კალაძესა და მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი