ახალი ამბები

გუბაზ სანიკიძე: თუ ანგელოზებს ეძებთ, პოლიტიკოსებს თავი დაანებეთ

8 თებერვალი, 2020 •
გუბაზ სანიკიძე: თუ ანგელოზებს ეძებთ, პოლიტიკოსებს თავი დაანებეთ

“ასეთი სუსტი საქართველო თემურ ლენგის ლაშქრობის შემდეგ არ ყოფილა. მე გეუბნებით ამას როგორც ისტორიკოსი, შემედაოს ვინმე. ამიტომ სიფხიზლე გვმართებს”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ 8 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული შტაბის თემაზე საუბრისას. 

ის ემხრობა სააკაშვილის მიერ დაანონსებული ახალი ოპოზიციური ფრონტის იდეას და სააკაშვილის მიმართვის კრიტიკოსების საპასუხოდ ტვ “პირველის” ეთერში ამბობს: 

“თუ ვინმე ანგელოზებს ეძებთ, პოლიტიკოსებს თავი დაანებეთ. ჩვენ ჩვენი ცოდვები გვეყოფა.  რაც შეეხება პარტნიორობას, პარტნიორი ვიქნები მიხეილ სააკაშვილისაც და ყველა იმ ძალისაც, რომელიც გაერთიანებული ძალით გაუშვებს ამ ხელისუფლებას მოუსავლეთში”. 

გუბაზ სანიკიძე ერთ-ერთი იმ ოპოზიციური ლიდერებიდან, რომლებსაც სააკაშვილი ნოემბრში კიევში შეხვდა.

სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა


მიხეილ სააკაშვილმა 8 თებერვალს განაცხადა, რომ მარტიდან თავის პირად შტაბს ქმნის სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, რათა ენმ-სთან, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და ინდივიდებთან ერთად შექმნას მეტი საფუძველი ივანიშვილის რეჟიმის დასასრულებლად.

საპასუხოდ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის შეხვედრები ლეიბორისტების ოფისში გაგრძელდება.

“ერთი ფორმატი მეორეს ხელს არ უშლის”, – განაცხადა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი