“მე არ მახსოვს ეტაპი, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილიყოს ჩართული ქართულ პოლიტიკაში, ამიტომ ამაში რაიმე რევოლუციურ სიახლეს ვერ ვხედავ ნამდვილად”, – ასე დაიწყო “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ სააკაშვილის ბოლო მიმართვის შეფასება.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა 8 თებერვალს გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ გადავწყვიტა, უკვე ღიად, აქტიურად, ორგანიზაციულად, ჩაერთოს ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად ბრძოლაში და ამისთვის პირად შტაბს ქმნის სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.
“მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ მე რა თქმა უნდა ვარ მომხრე ყველა ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის, მე ვარ მომხრე ჩვენი ფართო ფრონტის შექმნის … ამიტომ პირველი მარტიდან, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა”, – განაცხადა სააკაშვილმა.
გიგა ბოკერიამ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილი არც მას და არც “ევროპული საქართველოს” სხვა ლიდერებს არ დაკავშირებია:
“არა , მე არ მქონია კონტაქტი მასთან დიდი ხანია” – აღნიშნა ბოკერიამ და დასძინა: “რაც შეეხება ჩვენს გეგმას, “ევროპულ საქართველოს” და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ჩვენი გეგმა, ხედვა განსაზღვრული გვაქვს – ვაგრძელებთ საპროტესტო აქციებს – მშვიდობიანს, მაგრამ მწვავეს , რათა ის დაკვეთა, რაც საზოგადოებას აქვს, შესრულდეს. ვგულისხმობ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ცუდი სცენარისთვისაც მზად ვართ და მოვახდენთ კოორდინირებას მაჟორიტარულ ოლქებში. ამიტომ ბატონი სააკაშვილი ან ნებისმიერი სხვა, თუ გამოვლენ რაიმე ინიციატივით, ეს მათი გადასაწყვეტია, მათი პოლიტიკური გიუნდების. რაღაც თემებზე შეიძლება იყოს კოორდინაცია, მაგრამ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით კოორდინაცია და შეხვედრებნი ხდება ლეიბორისტული პარტიის ოფისში და ასე გაგრძელდება”.
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე, რას უნდა ნიშნავდეს სააკაშვილის ინიციტივა მოლაპარაკების ალტერნატიულ მაგიდაზე, ბოკერიამ უპასუხა:
“არ ვიცი, ეს მას უნდა კითხოთ. მაგრამ რაც შეეხება გაერთიანებას, ივანიშვილმა მოახერხა და ამ ტიპის გაერთიანება ძალიან მკაფიო ამოცანით არსებობს. ეს ხდება ლეიბორისტული პარტიის ოფისში და ძალიან კარგად მუშაობს ამ საკითხისთვის. იმისთვის, რომ ეს ჭირი ივანიშვილი მოვიშოროთ და შემდეგ ვიყოთ მწვავე კონკურენციაში ერთმანეთთან, მაგალითად ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება სააკაშვილთან”.
ჟურნალისტის კითხვაზე გამორიცხავს თუ არა მოლაპარაკებებს სააკაშვილის საპრეზიდენტი ბიბლიოთეკაში, ბოკერიამ უპასუხა:
“გააჩნია რა საკითხზე უნდა ვისაუბროთ. უბრალოდ, მოდით საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, ეს არ მესმის. მაგალითად, “გირჩს” აქვს ძალიან კარგი დისკუსიები მართლმსაჯულების თემაზე და შეუერთდა ჩვენი პოლიტიკური გუნდი, სხვებიც და ეს დისკუსიები მიდის. თუ რაიმე საჭიროებას დავინახავთ, არანაირი ცრურწმენა არა მაქვს რომელიმე ადგილთან დაკავშირებით, მაგრამ ასე რომ იქ უნდა მივიდეს ყველა, არ მიმაჩნიოა რეალისტურად”.
სააკაშვილი: ვხსნი ჩემს პირად შტაბს, რათა დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული