ახალი ამბები

ერთი ფორმატი მეორეს ხელს არ უშლის – ვაშაძე სააკაშვილის ინიციატივაზე 

8 თებერვალი, 2020 •
ერთი ფორმატი მეორეს ხელს არ უშლის – ვაშაძე სააკაშვილის ინიციატივაზე 

“მას, პერსონალურად  უნდა რომ უფრო აქტიური როლი ითამაშოს ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში, ასე აღვიქვი სააკაშვილის მიმართვა”, – განაცხადა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ 8 თებერვალს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით. 

მიხეილ სააკაშვილმა მარტიდან თავის პირად შტაბს ქმნის სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, რათა ენმ-სთან, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და ინდივიდებთან ერთად შექმნას მეტი საფუძველი ივანიშვილის რეჟიმის დასასრულებლად. 

ოპოზიციური პარტიები მსგავს ფორმატში უკვე იკრიბებიან ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ხომ არ ცდილობს სააკაშვილი ამ ფორმატის ალტერნატივის შექმნას? ამ კითხვის საპასუხოდ ვაშაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ “ერთი მეორეს ხელს არ უშლის”:

“ერთი მეორეს ხელს არ უშლის საერთოდ.  ის რაც არის, ოპოზიციის კოორდინაციის მექანიზმი, მუშაობს. ჩვენ არ ვმუშაობთ მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე, ბევრ სხვა საკითხზეც ვმუშაობთ”, – განაცხადა ვაშაძემ. კითხვაზე, მაშინ როგორ წარმოუდგენია ტექნიკურად მეორე ასეთი სირვცე, გვიპასუხა: 

“არ მგონია პრობლემა იყოს.  თათბირების ჩატარებას ხომ არ აპირებს, როგორ წარმოუდგენია, ეს თავად სააკაშვილმა უნდა თქვას”. 

მისი თქმით, მას ამ თემაზე ენმ-ს თბილისში მყოფ ლიდერებთან არ უსაუბრია, რადგან “დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია”. 

კითხვაზე, რაში დაჭირდა ენმ-ს დამფუძნებელს პარტიისგან განცალკევებული შტაბი, ვაშაძე ამბობს: 

“შეიძლება მისი პოზიციები განსხვავდებოდეს ენმ-ს პოზიებისგან რაღაც საკითხებში და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.  მგონია რომ ყველასთან თანამშრომლობს შესაძლებლობას ხსნის. მე მესმის რომ მისი განცხადებები აჟიოტაჟს იწვევს ხოლმე, მაგრამ ალბათ სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ  მას [სააკაშვილს] წვლილის შეტანა შეუძლია ცვლილებების განხორციელებაში.

სააკაშვილი:  ვხსნი ჩემს პირად შტაბს, რათა დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული


სააკაშვილი:  ვხსნი ჩემს პირად შტაბს, რათა დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული

მასალების გადაბეჭდვის წესი