ახალი ამბები

სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა [video]

23 ნოემბერი, 2019 • 4756
სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა [video]

გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ.

“დღეს, გიორგობის დღეს, ჩვენ შევხდით ძველ თანამებრძოლებთან და ოპონენტებთან ერთად,  ის ხალხი,  ვინც ერთმანეთს ვებრძოდით, მაგრამ დღეს არის ერთიანობის დღე. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი რამ, ჩვენ გვიყვარს საქართველო. 

ძალიან მადლობელი ვარ გუბაზისაც, ვალერისაც, რომ აქ ჩამოვიდნენ და ზალიან საინტერესო საუბრები გვქონდა. 

დროსთან ერთად, ასაკთან ერთად ზალიან ბევრ რამეს გადახედავს ადამიანი და ძალიან ბევრი რაღაცა ჩანს სხვანაირად დროის გადმოსახედიდან. ერთი რამ ზუსტად ვიცი – ერთიანობას არა აქვს ალტერნატივა და გამარჯვებას ვეღარაფერი დაუდგება წინ”, – ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიეხილ სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეოში.

“გამოსავალი ერთიანობაა”, – ამბობს გუბაზ სანიკიძეც.

გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის, “გამარვებული საქართველოს” წევრები არიან.

სანიკიძე მანამდე ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი იყო, რომელიც მაისში დატოვა. ბურჯანაძის პარტიაში გაწევრიანებამდე გუბაზ სანიკიძე “ეროვნული ფორუმის” წევრი იყო, თუმცა პარტია  2016 წელს დატოვა. “ეროვნული ფორუმი” ერთ-ერთი იმ ექვსი პარტიიდან, რომელიც კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შედიოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი