საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ODIHR არაა ის ორგანო, რომელიც კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობას ამოწმებს და ამაზე ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ფორმატშიც ჰქონდა მითითბული.
მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან გიგა ბოკერია “თითს იქნევდა” და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ თუ მათ მოთხოვნას არ დათანხმდებოდნენ, “ქვა ქვაზე არ დარჩება” და პროექტს ODIHR-ს გაუგზავნიდნენ.
“როდესაც ბატონი ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ამას, ქვა ქვაზე არ დარჩება და იქნება ერთი ამბავი და ODIHR-ში გავაგზავნით ჩვენს პროექტს, მე მას ვუთხარი, რომ ODIHR არ ამოწმებს ამა თუ იმ პროექტის კონსტიტუციურობას, რაზეც მან წამოიწყო ცუდუბრალო ქირქილი. დღეს ODIHR თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციურობას. ეს სამარცხვინოა, სამარცხვინოა იმით, რომ ოპოზიციამ აჩვენა საკუთარი უცოდინრობა.
ისიც ვერ გაიგო, სად უნდა გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად და ძალიან სამარცხვინოა, რომ ოდირს მოუწია დამოუკიდებელი საქართველოს ოპოზიციისთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და თვითონ ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, რომელი მოდელია შესაბამისი ჩვენი დემოკრატიული განვითარების მიზნებისათვის”, – ამბობს წულუკიანი.
მისი თქმით, “ამ დასკვნაში არსად წერია ის, რომ ე.წ. გერმანული მოდელი შეასაბამისობაშია კონსტიტუციასთან და პირიქით, დასკვნაში ნათქვამია ის, რასაც მის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან ითქვა:
“ODIHR-ის დასკვნაში ასევე წერია, რომელიც საკმაოდ მოკლე დოკუმენტია, 11- გვერდიანი, ერთი მარტივი რამ, რომ დემოკრატიული სხვადასხვა საარჩევნო მოდელები და მრავალფეროვნება არსებობს მსოფლიოში და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკაც არის ციტირებული ამ დასკვნაში, სუვერენული საქართველო თავისუფალია, თავად შეარჩიოს, რა არის მისთვის საუკეთესოო”, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ეს დასვკნა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ODIHR-ში კონსტიტუციურობის შესამოწმებლად არ უნდა გაგზავნილიყო ეს კანონპროექტი, რადგან ODIHR თავად ეუბნება, მე არ ვარ ის, ვინც ამას შეამოწმებსო,არსად ODIHR არ ამბობს და ვერ ამბობს, რომ მათი პროექტი კანონს შეესაბამება.
“ODIHR ,მათდა [ოპოზიციის] სამწუხაროდ, ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არ უნდა ხდებოდეს საარჩევნო სისტემის შეცვლა. ეს პირდაპირ წერია შავით თეთრზე და, რა თქმა უნდა, ინტერპრეტაციების საშუაელბას ვერ ტოვებს. ამით, სამწუხაროდ, ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სახალხო დამცველი, რომელსაც გააგზავნინა ოდირში თავისი პროექტი.
გერმანულ მოდელზე საუბარი ხელისუფლებაში არც არასდროს განიხილებოდა, ეს ჩვენ ღიად ვუთხარით და დღეს ამასთან დაბრუნება აღარც მოხდება. დღეს რეალობა არის ასეთი, რომ ხელისუფლბის მხრიდან აბსოლუტურად კონსტრუქციული წინადადებაა დადებული მოლაპარაკების მაგიდაზე, ეს არის 100/50-ის მოდელი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ ძალებს, რომ ან დაეთახმონ, ან ყველამ ერთად დავიწყოთ არსებული მოდელით არჩევნებისთვის აქტიური მზადება” ,- ამბობს წულუკიანი.