ახალი ამბები

ვგრძნობთ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის წინაშე – ტიკარაძე ბაღდათის ტრაგედიაზე

5 თებერვალი, 2020 •
ვგრძნობთ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის წინაშე – ტიკარაძე ბაღდათის ტრაგედიაზე

ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლა ბაღდათში მომხდარი ფაქტით დაიწყო. ეკატერინე ტიკარაძემ ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობენ:

“პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო ბაღდათში მომხდარ საზარელ ფაქტს და მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ჩვენ ყველანი ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე.”

ბაღდათში, ხის ძველ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს სოციალურად დაუცველი ოჯახი ემსხვერპლა, მათ შორის, 4 ბავშვი და 2 ქალი. აღნიშნული ოჯახის შესახებ გასულ წელს სიუჟეტი მოამზადა ტვ პირველმა. ტელეკომპანიის სიუჟეტში ოჯახი სიღარიბეზე საუბრობს, ამჟამად უკვე გარდაცვლილი ქალი აცხადებდა, რომ ისინი სოციალურ დახმარებას ვერ იღებდნენ. სახელმწიფო უწყებებმა განაცხადეს, რომ ოჯახს დახმარება დროებით ჰქონდა შეწყვეტილი და თანხა მოგვიანებით ერთიანად ჩაერიცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი