ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საჩხერის სამედიცინო ცენტრში დაუდასტურა.
ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2019-2021 წლებში იკავებდა. მინისტრად დანიშვნამდე კი, 2015–2019 წლებში „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების“ გენერალური დირექტორი იყო.
ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა.