ახალი ამბები

ჩემი ძმის “ნარუშილოვკაზე” კადრების შემდეგ გავიგე – იზორია

27 იანვარი, 2020 •
ჩემი ძმის “ნარუშილოვკაზე” კადრების შემდეგ გავიგე – იზორია

შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან იზორიას თქმით, მისი ძმისთვის, ვახტანგ იზორიასთვის ე.წ. ნარუშილოვკა ანუ ოპერატიული საშვი მას არ გადაუცია. ამის შესახებ იზორიამ პოსტვ-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქრონოლოგიურად ჯერ ნარუშილოვკის ინციდენტი იყო, შემდეგ კი პოლიციელ გიორგი დვალიშვილთან დაკავშირებული საქმე.

“ამის კადრები გავრცელდა, თუმცა იქ ამის ამოკითხვა, ეს ნარუშილოვკაა თუ რა არის, არავის შეუძლია. მე პირდად მწვავე რეაგირება მქონდა, რადგან ეს მე სწორედ ამ კადრების შემდეგ გავიგე”, – განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, პროკურატურამ ჩაატარა გამოძიება, გამოავლინა პირი, ვინც მის ძმას “ნარუშილოვკა” გადასცა და ის “ორგანოებიდან გაათავისუფლა”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი