დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო ელჩად დანიშნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო 20 თებერვალს ავრცელებს.

იზორიამ მანამდე განაცხადა, რომ  გერმანიაში 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ამ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირები აქვს, რადგან იქ მიიღო მაგისტრის ხარისხი და შემდეგ აგრძელებდა მუშაობას. “ჩემთვის ეს უდიდესი გამოწვევა და პატივია”, – განაცხადა იზორიამ ელჩობის პერსპექტივაზე.

ძმასთან დაკავშირებული სკანდალის გამო ფიქრობდნენ, რომ ის შესაძლოა აღარ გამხდარიყო ელჩი გერმანიაში, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ დაამტკიცეს ამ თანამდებობაზე.

გერმანიაში ელჩად ვინიშნები – იზორია

“იზორიას ძმასთან ინციდენტი 10-ლარიან დარღვევაზე დაიწყო “- პოლიციელი გიორგი დვალიშვილი