ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი რუსული კანონის გამო გერმანიაში საქართველოს ელჩს ლევან იზორიას შეხვდა.
ამის შესახებ მიხაელ როთი X-ზე წერს.
„მე მოვიწვიე საქართველოს ელჩი ლევან იზორია, დაგეგმილ „აგენტის კანონზე“ მესაუბრა. Მადლობა ამისთვის.
მე მხარს ვუჭერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მრავალპარტიულ პროტესტს: კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან + საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ“, – წერს მიხაელ როთი.
Ich habe den georgischen Botschafter Levan Izoria eingeladen, um mit ihm über das geplante „Agentengesetz“ zu sprechen. Danke dafür. Ich unterstütze den parteiübergreifenden Protest der ??Zivilgesellschaft: das Gesetz ist mit ??Werten unvereinbar + gefährdet den Weg ?? in die EU.
— Michael Roth – official ?????? (@MiRo_SPD) April 22, 2024