საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ პასუხს არ სცემს კითხვას, ნამდვილად ინიშნება თუ არა უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად.
“გერმანიაში საქართველოს ელჩის კანიდატურასთან დაკავშირებით სამინისტრო მოგახსენებთ შესაბამისი პროცედურების დასრულების მერე”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის დამატებით ვერაფერს იტყვიან.
თავად ლევან იზორიამ “პოსტტივის” ეთერში განაცხადა, რომ დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს და გერმანიაში ელჩად ინიშნება.
იზორიას განცხადებით, გერმანიაში მისი ელჩად დანიშვნის პროცედურები უკვე დაწყებულია და თებერვალში გეგმავს გერმანიაში ჩასვლას.