ახალი ამბები

კადრები ადასტურებს, რომ სახელმწიფო ივანიშვილმა მიიტაცა – ნადირაშვილი იზორიას ვიდეოზე

24 იანვარი, 2020 • 1046
კადრები ადასტურებს, რომ სახელმწიფო ივანიშვილმა მიიტაცა – ნადირაშვილი იზორიას ვიდეოზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული ინციდენტი და შემდგომი მოვლენები ივანიშვილის მიერ სახელწიფოს მიტაცებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

საქმე ეხება „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აკავებს პატრული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, რომელსაც მალევე, “ჩარევის” შედეგად ათავისუფლებენ.

„კადრები, რომლებიც ვნახეთ, ადასტურებს, როგორ აქვს მიტაცებული ივანიშვილსა და მის ჩინოვნიკებს სახელმწიფო, ეს კადრები ადასტურებს, რომ თუ კარგად ემსახურები ივანიშვილს, მაშინ შეგიძლია შენი ოჯახის წევრები, ნათესავები თავზე დაასვა მთელ პოლიციას, მთელ ქვეყანასა და მთელ მოქალაქეებს შენს ქვეყანაში“, – ამბობს ნადირაშვილი.

ნადირაშვილი განარტავს, რომ ამ კადრების გადაღების დროს იზორია შს მინისტრის მოადგილე გახლდათ და სახეზეა, სულ მცირე, უფლებამოსილების გადაჭარბება.

„ამ საქმის თაობაზე ჩვენ ვითხოვთ, რომ აუცილებლად დაიწყოს გამოძიება და პასუხი გაგვცენ კითხვაზე:  როგორ მოხდა, რომ პლიციელები, რომლებიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, რომლებმაც დააკავეს ადამიანი, რომელიც მათ აზრით, და ეს კადრებიდანაც ჩანს, არღვევდა წესრიგს… შემდეგ აიძულეს ეს პოლიციელები, რომ დანაშაული ჩადინათ და სამართალდამრღვევი გაეთავისუფლებინათ“ ,- ყვება ნადირაშვილი.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის და პოლიციელებისთვის შეურაცხმყფელია, „როდესაც ვხედავდით, თუ როგორ უხდიდნენ ბოდიშს პატრულის მაღალჩინოსნები იზორიას ძმასა და მის პირად მძღოლს“. ნადირაშვილი დასძენს, რომ აუცილებელია ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და ყველა დამნაშავე პირი გამოვლინდეს.

რაც შეეხება ვიდეოს, კადრები 2014 წელსაა გადაღებული, როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება დაკავებული იზორია მანქანაში პოლიციელს, რომელმაც დააკავა. ამის შემდეგ საპატრულო მანქანასთან მიდიან ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები, რომლებიც კიტა იზორიას, მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ.

პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ამჟამად უმუშევარია – ის კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს, რასაც გიორგი დვალიშვილი სწორედ ამ ვიდეოკადრებს უკავშირებს. ვიდეომასალა, ტელეკომპანია “მთავარისთვის” მიწოდებამდე, როგორც თავად ამბობს, პროკურატურას და სახალხო დამცველს მიაწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი