ახალი ამბები

ხოშტარია აპირებს ცალკე პლატფორმის გაკეთებას — ირმა ნადირაშვილი

28 დეკემბერი, 2020 • 893
ხოშტარია აპირებს ცალკე პლატფორმის გაკეთებას — ირმა ნადირაშვილი

“ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი ადასტურებს, რომ ელენე ხოშტარია პარტიას ტოვებს და ცალკე პლატფორმის შექმნას აპირებს.

როგორც ნადირაშვილი ამბობს, ხოშტარიას წასვლის მიზეზი პარტიაში უთანხმოება არ გამხდარა და მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ პარტიის წევრებმა დიდი ხანია იცოდნენ.

“მე გიდასტურებთ, რომ დიახ, ის[ ელენე ხოშტარია] აპირებს ცალკე პლატფორმის გაკეთებას და ამის თაობაზე ჩვენ ვიცოდით ძალიან დიდი ხანია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს ახალი ამბავი დღეს არ იყო. წინა დღეებშიც ვიცოდი ამის თაობაზე. არანაირი უთანხმოება, ეს ელენეს გადაწყვეტილებაა, ის თვლის, რომ მომავალში ასე სჭირდება მას. ის ოპოზიციურ ერთობაში ჩვეულებრივად რჩება”, — განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს” ტოვებს, დღეს,28 დეკემბერს, დილით გავრცელდა.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარია “ევროპული საქართველოს” დატოვებასა და “გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესთან თანამშრომლობას გეგმავდა. თუმცა 8 დეკემბერს აღნიშნული ინფორმაცია ხოშტარიამ უარყო და “აბსოლუტური აბსურდი” უწოდა.

ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს”, სავარაუდოდ, ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი