ახალი ამბები

ერთპიროვნული მმართველი არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ, რომ ვიყო – სააკაშვილი

19 იანვარი, 2020 •
ერთპიროვნული მმართველი არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ, რომ ვიყო – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის არასდროს ყოფილა საქართველოს ერთპიროვნული მმართველი და სამომავლოდ არასდროს აპირებს, რომ ასეთი გახდეს.

ამ განცხადებას ის ფეისბუკზე აქვეყნებს და „მთავარის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმიანება.

გაბუნიამ დღეს „პოსტ ფაქტუმის“ ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად, მისი თქმით, ამის უფლებას მას მოქალაქეები არ მისცემენ.

სააკაშვილი თავის პოსტში წერს, რომ „ელიტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანთა ჯგუფი დროა მიხვდეს რომ არაფრით არ დგას ქართველ ხალხზე მაღლა და ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა ამას წყვეტს ქართველი ხალხი“.

„თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი. მას აქვს უფლება გამოთქვას ყველანაირი აზრი და ხალხს ზუსტად ასევე აქვს უფლება ეს აზრი გაატაროს.

Edison research-ის გამოკითხვაში ხალხის 60%-მა გაბედა და თქვა, რომ სურს ჩემი დაბრუნება საქართველოში- ერთპიროვნული მმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ რომ როდესმე ვიყო. და დაიმახსოვრეთ-ხალხის ენერგიას ვერანაირი პერო ვერ დაუდგება წინ,“ – ამბობს სააკაშვილი და დასძენს, რომ სწორედ ამ პრინციპით მუშაობს დემოკრატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი