ახალი ამბები

პრეზიდენტს ჩიჩილაკისა და კალანდობისთვის კულტმემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება სურს

14 იანვარი, 2020 • 1321
პრეზიდენტს ჩიჩილაკისა და კალანდობისთვის კულტმემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება სურს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გურიაში მყოფმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას კალანდობა მიულოცა და ჩიჩილაკისა და კალანდობის დღესასწაულის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოვიდა.

პრეზიდენტის განცხადებით, უნდა ვიფიქროთ მომავალში იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ჩიჩილაკისა და კალანდობის წარდგენაზე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შალვა რადიანის სახელობის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიებას “კალანდა 2020-ს” დაესწრო.

პრეზიდენტს საპროტესტო აქციით დახვდნენ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები. მათ პრეზიდენტისთვის პრასის, ლობიოსა და მჭადის გადაცემა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს. როგორც აქტივისტები აცხადებენ, ამ ფორმით სიმბოლურად გააპროტესტეს პრეზიდენტის საქმიანობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი