ახალი ამბები

მთავრობა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ხელშეკრულებას უწყვეტს

9 იანვარი, 2020 • 2387
მთავრობა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ხელშეკრულებას უწყვეტს

საქართველოს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრქუტურის მინისტრმა დღეს, 9 იანვარს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მთავრობა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” უწყვეტს 2016 წლის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, კონსორციუმს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა.

“მიუხედავად არაერთხელ გადავადებისა, ანაკლიის განვთარების კონსორციუმმა დღეისთვის ვერ შეძლო კერძო ინვესტიციის მოზიდვა, საკუთარი კაპიტალის $120 მილიონის წარმოდგენა, $400 მილიონი სესხის მოძიება, ასევე ვერ შეასრულა პორტის კომერციულ ოპერატორთან და მშენებლ ორგანიზაციასთან მშენებლობაზე ხელშეკრულების გაფორმება, ასევე ვერ წარმოადგინა წინასამშენებლო გარანტია $20 მილიონისა და ასევე, სამშენებლო გარანტია $40 მილიონის ოდენობით.

იმის გათვალისწინებით, რომ არ ჰყავს წარმოდგენილი ინვესტორი და პროექტის განხორციელების გეგმა, საქართველოს მთავრობამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ შემდგომ გადავადებას არ ექნება დადებითი შედეგი პროექტის განხორციელებისთვის. კონსორციუმმა დაამტკიცა, რომ ვერ შეძლებს პროექტის განხორციელებას. სწორედ ამიტომ, მთავორბამ დაიწყო ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურები”, – თქვა მაია ცქიტიშვლმა ბრიფინგზე.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ხელისუფლება დაიწყებს ახალი ინვესტორის მოძიების პროცესს, რათა შეძლოს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენება.

როგორც მინისტრი ამბობს, “ანაკლიის განვთარების კონსორციუმის” გადასაწყვეტი იქნება, იჩივლებს თუ არა არბიტრაჟში, თუმცა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას ამ მხრივ იურიდიული პრობლემა არ ექნება, რადგან, მისი აზრით, კონსორციუმმა აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC  Hodling (საქართველო). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფასაზა 2017 წელს, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას დაიწყო. 2018 წელს კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მალევე კი პროკურატურამ “ფულის გათეთრების საქმეზე” გამოძიება დაიწყო 2008 წელს განხორციელებული საბანკო ტრანზაქციის გამო, დაახლოებთ ერთ წელიწადში კი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძე, ბრალი წაუყენა. ამ ბრალდებას ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ბრალის წარდგენიდან მალევე ხაზარაძე-ჯაფარიძემ აღნიშნული ქმედება პორტის მშენებლობის ხელშეშლას დაუკავშირეს და კონსორციუმი დატოვეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, 2019 წლის ივნისში, ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ხელისუფლებამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ვალდებულებების შესრულების დრო რამდენჯერმე გადაუვადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი