ახალი ამბები

2019 წელს საქართველოში 5 მლნ ტურისტი შემოვიდა – ტურიზმის ადმინისტრაცია

30 დეკემბერი, 2019 • 5958
2019 წელს საქართველოში 5 მლნ ტურისტი შემოვიდა – ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში 5 მლნ ტურისტი შემოვიდა, რაც წინა 2018 წლის მაჩვენებელზე 6.8%-ით მეტია.

უწყების ცნობითვე, 2019 წელს პირველად საქართველოში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.1%-ია.

უწყების ცნობითვე, 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი (1.5 მლნ) აზერბაიჯანიდან განხორციელდა, ზრდა წინა წელთან შედარებით 7.1%-ია. შემდეგ რუსეთი მოდის 1.4 მლნ ვიზიტით, ავიამიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა 4.7%-ით გაიზარდა.

წყარო: ტურიზმის ადმინისტრაცია

ვიზიტების რაოდენობა 25.7%-ით არის გაზრდილი ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც, ჯამში, 482 418 ვიზიტი შედგა. განსაკუთრებული ზრდით გამოირჩეოდა პოლონეთი (31.7%) იტალია (22.4), გერმანია (38.2%), საფრანგეთი (28.3%), გაერთიანებული სამეფო (27.4%).

2019 წელს შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან 450,590,224 აშშ დოლარს შეადგენს, ზრდა 2018 წელთან შედარებით 19,5%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი