ახალი ამბები

6 თვეში საქართველოს 2.9 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია — ტურიზმის ადმინისტრაცია

17 ივლისი, 2023 • 898
6 თვეში საქართველოს 2.9 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია — ტურიზმის ადმინისტრაცია

6 თვეში საქართველოს 2 860 117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ეს პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74%-ით აღდგენაა. კერძოდ, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,ზრდა +75.9 %-ს შეადგენს.

„6 თვეში ქვეყანაში 1 930 483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +59.6%-ს შეადგენს.

2023 წლის II კვარტლის მდგომარეობით საქართველოში 1,651,655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +57.4%-ია.

2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,085,151 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 87.2%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +44.8%-ს შეადგენს“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი