ახალი ამბები

საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა

27 დეკემბერი, 2019 • 1007
საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა. ამ დოკუმენტის მიხედვით, თბილისის ბიუჯეტი 1 021 400 000 ლარით განისაზღვრა, რაც მერიის ინფორმაციით, წინა წლის ბიუჯეტს 91 მლნ-ით აღემატება.

თუმცა, როგორც ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, მათ შორის, წინა ბიუჯეტის ნაშთისა და ავტობუსებისთვის სესხის დამატებით, 2020 წლის ბიუჯეტი 1.4 მილიარდამდე გაიზრდება. სხდომას დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი თქმით, ბიუჯეტის მიმართ სერიოზული კითხვები არსებობს, რომელიც საგამოძიებო უწყებებმა უნდა გამოიძიონ.

ერთ-ერთ ასეთ საკითხად საკრებულოს წევრი ენმ-დან ლევან ხაბეიშვილი მერიის მიერ სოციალური დახმარების გადანაწილებას განიხილავს. კერძოდ, მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული ფულადი მიზნობრივი დახმარება რაიონების მიხედვით განსხვავდება. მერიაში ამბობენ, რომ ამ წესით ბიუჯეტი წლების განმავლობაში განისაზღვრებოდა. დახმარება კი გაიცემა არა ფიქსირებულად, არამედ მოქალაქეთა მოთხოვნების საფუძველზე. დღევანდელ სხდომაზე, გარდა ბიუჯეტის დამტკიცებისა, კახა კალაძე წლიური ანგარიშითაც წარდგა

მასალების გადაბეჭდვის წესი