ახალი ამბები

უმრავლესობის სხდომა “ოცნების” ოფისში აქციის ფონზე იმართება

9 დეკემბერი, 2019 • 852
უმრავლესობის სხდომა “ოცნების” ოფისში აქციის ფონზე იმართება

ოპოზიციური მოძრაობა “გაბედესა” და ასევე “სირცხვილიას” აქტივისტები ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ “ქართული ოცნების” ოფისთან, სადა უმრავლესობის სხდომაა დაგეგმილი. მმართველი გუნდის დეპუტატები უკვე შევიდნენ პარტიის ოფისში. აქტივისტები სკანდირებენ “მონა!” “მონა!”.

უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი გაუძღვება. წინასწარი ინფორმაციით, უმრავლესობაში საპარლამენტი არჩევნების მოდელზე იმსჯელებენ.

საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უკვე მიდის მოლაპარაკებები, თუ რა მოდელით უნდა ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი