ახალი ამბები

“სუხიშვილები” ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

5 დეკემბერი, 2019 • 2330
“სუხიშვილები” ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

საქართველოს ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” ცხინვალში დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

“ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ეს არის ვითარება, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ჩართულობასა და ძალისხმევას საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს ნაციონალურ ბალეტ “სუხიშვილებს” სურს გამოხატოს თავისი პროტესტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “სუხიშვილები” თავის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.

საქართველოს ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე კვირის წინ დააკავეს და ამ დრომდე საპატიმროში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი