ახალი ამბები

თბილისს 54 ახალი ავტობუსი დაემატა – [მარშრუტები]

3 დეკემბერი, 2019 • 2532
თბილისს 54 ახალი ავტობუსი დაემატა – [მარშრუტები]

დღეს, 3 დეკემბერს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში დამატებით იმოძრავებს 54 ახალი ავტობუსი, რომლებიც სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდებიან.

54 ავტობუსიდან 38 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსია, 16- MAN-ის მარკის 10-მეტრიანი.

მათი მარშრუტები ასე განაწილდა:

 N7 – სოფელი დიღომიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ იმოძრავებს;
N12 – დიდი ლილო – მეტროსადგური „ისანი“;
N13 – მეტროსადგური „დელისი“ – უნივერსიტეტის ქუჩა;
N19 – ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი – ზემო ფონიჭალა;
N36 – ლოტკინის დასახლება – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი;
N48 – ჟღენტის ქუჩა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი;
N54 – დიდი დიღომი, მე-4 მიკრორაიონი – უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი;
N57 – სამგორის ქუჩა – კრწანისის ქუჩა;
N65 – დოლიძის ქუჩა – რკინიგზის სადგური;
N68 – ცხრა ძმის ქუჩა – სადგურის მოედანი;
N75 – ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონი – მეტროსადგური „სარაჯიშვილი“.

რაც შეეხება N77 ავტობუსს, მერიის ინფორმაციით, მისი მოძრაობის მარშრუტი ე.წ. ტუბდისპანსერიდან რკინიგზის სადგურამდე იქნება,

N80 – ორთაჭალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებს;
N110 – მახათას მთიდან რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე;
N122 – მოძრაობას მუჯირიშვილის ქუჩიდან დაიწყებს და სადგურის მოედანზე დაასრულებს.

უწყების ინფორმაციითვე, 6 დეკემბერს N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი – სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები გავა.

N37-ზე აქამდე მოძრავი MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები დიდი მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ძველ ავტობუსებს N15 მარშრუტზე ჩაანაცვლებს, რომელიც დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან სადგურის მოედნამდე მოძრაობს.

მერიის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს MAN-ის 90 ერთეული 10- მეტრიანი და ISUZU-ს მარკის 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი შეიძინა.

ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი ISUZU-ს მარკის 83 ერთეული ავტობუსით შეივსო, რომლებიც უკვე 16 მარშრუტზე: N4, N5, N10, N28, N31, N34, N42, N56, N66, N78, N90, N103, N106, N108, N112 და N124-ზე მოძრაობს, ხოლო MAN-ის მარკის 58 ერთეული ავტობუსი N1, N50, N55 და N71 მარშრუტებს ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი