ახალი ამბები

“ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა პროტესტის ფონზე იმართება

25 ნოემბერი, 2019 • 1197
“ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა პროტესტის ფონზე იმართება

დღეს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

პარალელურად, პარტიის ოფისთან მოძრაობა “შეცვალე” აქციას მართავს. ისინი ამბობენ, რომ მმართველ პარტიას დისკომფორტს შეუქმნიან ყველგან, სადაც ამას შეძლებენ. ადგილზე ათეულობით პოლიციელია მობილიზებული, რომლებიც შენობის ყველა შესასვლელს იცავენ.

დღეს, 19 საათზე, პარლამენტის შენობასთან დაგეგმილია საპროტესტო აქცია. ოპოზიცია კვლავ გეგმავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირებას, რათა 26 ნოემბერს დაგეგმილი პლენარული სხდომა ვერ გაიმართოს. მსგავსი პიკეტირება სპეცდანიშნულების რაზმებმა 18 ნოემბერს დაშალეს, თუმცა, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის განცხადებით, ისინი პიკეტირებას მანამ შეეცდებიან, სანამ ხელისუფლება არ შეასრულებს დანაპირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი