ახალი ამბები

ზუკა ბერძენიშვილისა და კიდევ 5 დაკავებულის სასამართლოც გადაიდო

19 ნოემბერი, 2019 • 860
ზუკა ბერძენიშვილისა და კიდევ 5 დაკავებულის სასამართლოც გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მხოლოდ ერთი საათით გადაიდო აქტივისტების, ზუკა ბერძენიშვილისა და კიდევ 5 დაკავებულის გაერთიანებული საქმის განხილვა.

ესენი არიან:

  1. ბექა ბასილაია,
  2. ზუკა ბერძენიშვილი,
  3. ლუკა ჭიჭინაძე,
  4. გურამ მჭედლიშვილი,
  5. გიორგი ბუნტური,
  6. ელგუჯა ბაგრატიონი.

საქმეებს მორიგე მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი განიხილავს. ცოტა ხნის წინ დროებით ასევე რამდენიმე საათით გადაიდო პირველი ექვსეულის საქმის განხილვაც.

დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაწელვას ცდილობს, რათა დაკავებულებმა დღეს, 19 საათზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა ვერ შეძლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი