ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე “ოცნების” დეპუტატებს მოუწოდებს, ნუ მივლენ პარლამენტში

18 ნოემბერი, 2019 •
გიორგი ვაშაძე “ოცნების” დეპუტატებს მოუწოდებს, ნუ მივლენ პარლამენტში

ოპოზიციური პარტია “ჩვენი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარლამენტის პიკეტირება გრძელდება. შესაბამისად, ის მოუწოდებს “ქართული ოცნების” დეპუტატებს, დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად საერთოდ არ მივიდნენ საკანონმდებლო ორგანოში.

“ჩვენ აღვმართეთ ბარიკადები იმისთვის, რომ “ქართული ოცნების”დეპუტატებს შევუქმნათ დისკომფორტი და მიმაჩნია, რომ თუ ოდნავი ღირსება მაინც შერჩენია რომელიმეს, საერთოდ არ უნდა გამოცხადდნენ ხვალ პარლამენტში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ახალი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.


ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

ოპოზიცია მთავრობის გადადგომასა და არჩევნების ვადამდე, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

ნოემბრის აქციების მთავარი მიზეზი გახდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული მოდელის მიხედვით მმართველი გუნდი დაკარგავდა მნიშვნელოვან უპირატესობას და პარლამენტში პარტიები იმდენ მანდატს მიიღებდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტიც უჭერს მხარს. თუმცა, “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტს მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი