ახალი ამბები

ქართველი ადამიანი უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს – ილია მეორე

10 ნოემბერი, 2019 • 2986
ქართველი ადამიანი უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს – ილია მეორე

“ჩვენ ძალიან ზერელედ ვუყურებთ ადამიანის არსებობას. ქართველი ადამიანი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს. უფრო სწორედ არ აფასებს კი არა, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს,“ – ეს სიტყვები საქართველის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგების დროს თქვა. ილია მეორის სიტყვებს IPN ავრცელებს. 

მრევლის წინაშე ქადაგების დროს, ილია მეორემ თქვა, რომ ყველაზე ძვირფასი საუნჯე ადამიანია და მას გაფრთხილება სჭირდება.

“ჩვენ უნდა ვეძებოთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოსთვის თავდადებულები არიან. ჩვენ გვახასიათებს ერთი რამ, ჩვენ არ ვაფასებთ ადამიანს, ჩვენ არ გვესმის, როგორი დიდი საუნჯე არის თითოეული თქვენთაგანი.

დღეს მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ადამიანი ქმნის ისტორიას, ნიჭიერი ადამიანი ქმნის ისტორიას, დიდი ბრიტანეთის ცნობილი პრემიერ-მინისტრი ამბობს: ადამიანი ქმნის, ისტორია თავისთავად კი არ მოდის, გავუფრთხილდეთ ადამიანს. ჩვენ ძალიან ზერელედ ვუყურებთ ადამიანის არსებობას. ქართველი ადამიანი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს.

უფრო სწორედ არ აფასებს კი არა, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ნიჭიერი ადამიანები ღმერთმა მოგვცა, რომ ხალხს დაეხმაროს უფალთან მისვლისათვის. გახსოვდეთ, რომ ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია, დედამიწა მკვდარია. აი, ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს.არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი,“ – აცხადებს ილია მოერე.

გარდა ამისა, ილია მეორე მოუწოდებს საზოგადოებას, რომ “შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი