ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პაციენტი, რომელიც თბილისში არ გადმოუშვეს, ცხინვალამდე გზაში გარდაიცვალა

28 ოქტომბერი, 2019 • 2804
პაციენტი, რომელიც თბილისში არ გადმოუშვეს, ცხინვალამდე გზაში გარდაიცვალა

ახალგორის რაიონის, სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, დღეს, 28 ოქტომბერს გზაში გარდაიცვალა. პაციენტი ცხინვალის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოიყვანეს.

ქალის გარდაცვალების ფაქტს თბილისში, შერიგების სამინისტროშიც ადასტურებენ.

როგორც წესი, პაციენტები ახალგორიდან, რომელიც 2008 წლის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა, წითელი ჯვრის მეშვეობით, უმოკლეს დროში მოსაბრუნის (ე.წ. რაზდახანის) გამშვები პუნქტით თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ. თუმცა დაახლოებით ორი თვის წინ აღნიშნული გამშვები პუნქტის დახურვის გამო პაციენტების მცხეთაში ან თბილისში გადმოყვანა შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, ახალგორელები იძულებული ხდებიან ცხინვალიდან გამოძახებულ რეანიმობილს დაუცადონ, შემდეგ კი კიდევ დაახლოებით 1.30 საათის განამვლობაში ცხინვალის საავადმყოფომდე იმგზავრონ.

მოსაბრუნის (ე.წ. რაზდახანის) გამშვები პუნქტი თითქმის ორი თვეა ჩაკეტილია და ახალგორის რაიონი ფაქტობრივად იზოლირებულია. საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. ამის მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა და, როგორც აცხადებენ, სანამ ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.

“მამაჩემი დის დაკრძალვაზე ახალგორიდან თბილისში ვერ ჩადის” – იზოლაციის 51 დღე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი