ახალი ამბები

დოლიძე, სტურუა და წილოსანი აჭარის მაუწყებლის მრჩევლებად დაამტკიცეს

25 ოქტომბერი, 2019 • 1161
დოლიძე, სტურუა და წილოსანი აჭარის მაუწყებლის მრჩევლებად დაამტკიცეს

დღეს, 25 ოქტომბერს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის მაუწყებლის მრჩევლებად დაამტკიცა თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამარ წილოსანი.

თამილა დოლიძე და სოსო სტურუა მმართველი პარტიის ფრაქციების მიერ იყვნენ დასახელებული, ხოლო თამარ წილოსანი და დიანა ვაშაყმაძე ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატები არიან.

უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თამილა დოლიძემ უმაღლესი საბჭოს წევრებისგან 14 ხმა მიიღო, სოსო სტურუამ – 15, თამარ წილოსანმა – 14 ხმა, ხოლო დიანა ვაშაყმაძემ- 6 ხმა და მრჩეველთა საბჭოს წევრი ვერ გახდა.

უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია მრჩევლების დამტკიცებამდე კანდიდატებთან გასაუბრებას ითხოვდა, გასაუბრება 28 ოქტომბერს უნდა ჩანიშნულიყო. თუმცა, როგორც გუშინ, 24 ოქტომბერს, ენმ-ის წევრმა ასმათ დიასამიძემ განაცხადა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეთანხმება დაარღვია და სხდომა დღეს, 25 ოქტომბერს, დანიშნა.

ამავე თემაზე:

საია: აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევა კანონდარღვევით მიმდინარეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი