ახალი ამბები

ეკონომიკურ საკითხებში გახარიას მრჩევლად ბექა ლილუაშვილი დაინიშნა

25 ოქტომბერი, 2019 • 3378
ეკონომიკურ საკითხებში გახარიას მრჩევლად ბექა ლილუაშვილი დაინიშნა

ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩევლად ბექა ლილუაშვილი დაინიშნა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ლილუაშვილი საქმიანობას უკვე შეუდგა.

პროფესიით ეკონომისტი ბექა ლილუაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც კერძო ბიზნესში, ისე – სახელმწიფო უწყებებში.

ლილუაშვილს ბოლო თვეებში შსს-ში ეკავა საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ასევე იყო ამავე სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი