ახალი ამბები

აშშ-ის ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, ახალქალაქში გაიგზავნოს – ლუკ კოფის ინიციატივა

25 ოქტომბერი, 2019 • 4626
აშშ-ის ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, ახალქალაქში გაიგზავნოს – ლუკ კოფის ინიციატივა

ანალიტიკოსი ლუკ კოფი, რომელიც ამერიკულ კონსერვატიული ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარია, ტვიტერზე წერს:

„შემოთავაზება: აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება საქართველოში გაგზავნონ. ისინი გახდებიან „ჰორიზონტს გადაღმა“ ძალა, რომელსაც შეეძლება „ისლამურ სახელმწიფოს“ სწრაფად უპასუხოს, თუკი ის ხელახლა მოიკრებს ძალას.

აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც მხოლოდ 460 მილით (740 კმ-ით) არის დაშორებული რაქალ რაყას.

ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“.

ლუკ კოფი ავტორია წინადადებისა, საქართველო ნატოში მიიღონ ისე, რომ მე-5 მუხლი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე არ გავრცელდეს.

ამავე თემაზე

ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ აშშ-ს ბაზის განთავსება მოუნდება, დაეთანხმოს

აშშ-ის ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, ახალქალაქში გაიგზავნოს – ლუკ კოფის ინიციატივა

ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ აშშ-ს ბაზის განთავსება მოუნდება, დაეთანხმოს

მასალების გადაბეჭდვის წესი