ახალი ამბები

“ასეთი წინადადება აშშ-თან სამუშაო ფორმატებში არ დასმულა” – თალაკვაძე კოფის იდეაზე

25 ოქტომბერი, 2019 • 1344
“ასეთი წინადადება აშშ-თან სამუშაო ფორმატებში არ დასმულა” – თალაკვაძე კოფის იდეაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “ჰერიტიჯის ფონდის” მკვლევარ ლუკ კოფის მოსაზრებასთან დაკავშირებით სირიის დატოვების შემდეგ ამერიკული ჯარები საქართველოში განთავსების შესაძლებლობაზე, აცხადებს, რომ მთავრობას აშშ-თან მუდმივი კავშირი და სამუშაო კომუნიკაცია აქვს, თუმცა ასეთი წინადადება სამუშაო ფორმატში არ დასმულა:

“ეს არის ექსპერტის მოსაზრება. ალბათ, ქართველმა ექსპერტებმა უნდა უპასუხონ ამ მოსაზრებას. ჩვენ, ხელისუფლებას, გვაქვს მუდმივი კავშირი და სამუშაო კომუნიკაცია ამერიკის მთავრობასთან, ამერიკის კონგრესთან და ჩვენი ქვეყნისთვის. სტრატეგიული საკითხების განხილვა ხდება იმ ფორმატებში. ასეთი წინადადება არ ყოფილა დასმული სამუშაო ფორმატებში, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან”, – ამბობს თალაკვაძე.

ანალიტიკოსმა ლუკ კოფმა, რომელიც ამერიკულ კონსერვატიული ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარია, ტვიტერზე დაწერა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების შესაძლებლობის შესახებ.

ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ აშშ-ს ბაზის განთავსება მოუნდება, დაეთანხმოს

მასალების გადაბეჭდვის წესი