მძღოლს, რომელიც თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ქალს დაეჯახა, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის ცნობით, მძღოს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 22 ივნისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, დადიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა, სწრაფად დაძრა ავტომანქანა, რის შედეგადაც ტროტუარზე მისი თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ქვეითს და ტროტუარზე მდგარ ავტომანქას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაზარალებულმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
