ახალი ამბები

„რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“ — არქიმანდრიტი მომღერლის მიერ ბერას კრიტიკაზე

25 ოქტომბერი, 2019 • 6624
„რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“ — არქიმანდრიტი მომღერლის მიერ ბერას კრიტიკაზე

„აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“, — ასე გამოეხმაურა ფეისბუკზე არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკას.

ამ კომენტარის ამსახველი სქრინი თავად ანიტა რაჭვეილშვილმა დადო ფეისბუკზე. ფირცხალაშვილის კომენტარი რაჭველიშვილის კრიტიკას მოჰყვა ბერას მისამართით მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 მილიონ აშშ დოლარს რიცხავს.

ამ კომენტარის გამო არქიმანდრიტს ფეისბუკზე არაერთი მომხმარებელი აკრიტიკებს, ზოგიერთი აგინებს.

მოგვიანებით მან სხვა პოსტის კომენტარებში დაწერა: „[რაჭველიშვილი] არ დამიწყევლია! უბრალოდ დაფიქრდეს, რომ სხვას, მასზე ახალგაზრდას არ ასწავლოს, რა აკეთოს. მორჩეს ისტერიას“…

ცოტა ხანში კი ისევ დაწერა: „არც მისურვებია, უშველის-თქო! კარგად სიმღერა სულაც არ ნიშნავს მის კარგ ადამიანობას. ეთქვა, გამიხარდა [ბერას] ეს ქველმოქმედებაო და კიდევ უფრო გამიხარდებოდა საქართველოს მიმართო“.

არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილს წარსულში საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰყავს დაწყევლილი. 2013 წლის ნოემბერში მან ფეისბუკზე დაწერა:

„წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგოს, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ“!

გაგრძელება

70 დეპუტატი, კორძაია და სხვები – არქიმანდრიტ ბართლომეს წყევლა/შეტევის ადრესატები

მე ვარ პიროვნება – არქიმანდრიტი კითხვაზე, რას ფიქრობს საპატრიარქო მის წყევლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი